განათლების სამინისტროსთან მასწავლებლები საპროტესტო აქციას გამართავენ
განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან, მასწავლებლები საპროტესტო
აქციის გამართვას გეგმავენ.
მათი უკმაყოფილების მიზეზი წამყვან-მენტორ მასწავლებელთა სტატუსის
ასამაღლებელი გამოცდაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ივლისში
ჩატარდა.
აქციის ორგანიზატორი ზუგდიდელი პედაგოგია. მანანა მიქავა ონარიის საჯარო სკოლაში ქართულ ენას და ლიტერატურას ასწავლის. მისი თქმით, მასწავლებელთა ნამუშევრები სრულიად არაობიექტურად გაასწორეს, შეფასების რუბრიკებში კი, ბევრი გაურკვევლობა და კითხვის ნიშანია.
მანანა მიქავას განმარტებით, პროტესტის მიზეზი მთელი რიგი გარემოებებია. ერთ-ერთია საგამოცდო საათების შემცირება და საშუალოზე მაღალი, 75%-იანი ბარიერი, რამაც დიდი უკმაყოფილება, ჯერ კიდევ გამოცდების დაანონსებისთანავე გამოიწვია.
"მასწავლებლებს მოგვაყარეს ზღვა მასალა ელექტრონული ფორმატით, რომელიც საგამოცდო საკითხებთან მიმართებაში სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდა. რეგისტრაცია კი ფასიანი გახადეს და თითოეულ აპლიკანტზე 50 ლარით განისაზღვრა!", - ამბობს პედაგოგი.
მანვე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, მასწავლებლებს არ ჰქონიათ არანაირი ხელშეწყობა სამინისტროსგან, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის მოტივით, გამოცდაზე მაინც გავიდნენ.
სწორედ ამიტომ, მანანა მიქავას აზრით, დღეს ერთიანობის და ბრძოლის დროა. ამიტომ, მოუწოდებს მასწავლებლებს, შეიკრიბონ განათლების სამინისტროსთან, პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრის მიზნით.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ შემდეგს:
"მასწავლებლები ჩაგვაყენონ თანაბარ პირობებში და მოგვაშორონ ეს არაფრისმომცემი სქემა და რეფორმა! თუ საჭირო გახდა, უჭკვიანესი პედაგოგები გვყავს და ექსპერტებთან ერთად, თავად შევიმუშავოთ მასწავლებლების მამოტივირებელი პროექტი, რაც უშუალოდ მოსწავლეებზე აისახება.
მოვითხოვოთ, სკოლებში გამჭირვალედ ჩატარდეს გასაუბრებები, დაესწონ მასწავლებლის სახლიდან, ან ვიდეო ჩანაწერი გაკეთდეს! სავალდებულო გახდეს აპლიკანტების უკუკავშირი, გასაუბრების შემდეგ რატომ არ აიყვანეს თანამდებობაზე!
მოვითხოვოთ სოციალური პაკეტები! შეღავათიანი მგზავრობა, როგორც თბილისის, ასევე რეგიონის მასწავლებლებისთვის! ღირსეული ჯანმრთელობის დაზღვევა! დეკრეტული შვებულება!
აპელაციის შედეგების შემდეგ, სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი. ასევე, ექსპერტის დასკვნა გვჭირდება შეფასების რუბრიკის ვალიდურობაზე! 28-ე და 30-ე დავალებების შეფასების რუბრიკები, ჩემთვის სრულიად გაუგებარია", - აცხადებს ორგანიზატორი.
ამ მოთხოვნებით მასწავლებლები თბილისში, განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან 29 აგვისტოს, 12:00 საათზე შეიკრიბებიან.