ახალი ამბები
„გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი“ - საპროტესტო ბანერი ზუგდიდის მერიის წინ
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, მოქმედი ტარიფების გაუქმების მოთხოვნით, ადგილობრივი მერიის მოპირდაპირე შენობიდან საპროტესტო ბანერი გამოფინეს.

"გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი", "ბოტანიკური ბაღი უნდა იყოს უფასო", - ამ შინაარსის გზავნილები დაიტანეს მასზე მოძრაობა "ხმის" წარმომადგენლებმა, რომლებიც არ ეთანხმებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას და სხვადასხვა ფორმით განაგრძობენ პროტესტს.

იგივე შინაარსის ბანერი განათავსეს ქალაქის ცენტრში, ინსტალაციაზეც - "მე მიყვარს" ზუგდიდი.

"ბრძოლა გრძელდება, სანამ ბოტანიკური ბაღი არ გახდება უფასო. შემოგვიერთდით", - აცხადებენ მოძრაობის წევრები და ირწმუნებიან, რომ მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციები და პროტესტი გაგრძელდება.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა 1-ელი თებერვლიდან ფასიანი გახდა. ბაღის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება შემდეგი გარემოებებით ახსნა - ამ სივრცეს უნდა ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი და მეტიც, მუნიციპალურ ბიუჯეტს ეტაპობრივად უნდა ჩამოშორდეს. ადმინისტრაციისვე ცნობით, კიდევ ერთი მიზეზი, ტერიტორიაზე "ვანდალიზმის ფაქტების" პრევენციაა.

მოძრაობა "ხმა" ამ არგუმენტებს არ იზიარებს და ვანდალიზმში სწორედ ხელისუფლებას ადანაშაულებს. მათი თქმით, ის, რომ ბაღი რეკონსტრუქციიდან სამი თვის თავზე იტბორება და მრავალწლოვანი ხეების წაქცევას იწვევს, ნიშნავს იმას, რომ ყველაზე მეტი, რეკონსტრუქციის სამუშაოების დროს დაშავდა.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ტარიფების დაწესება მოქალაქეთა ნაწილმა რამდენჯერმე გააპროტესტა. აქციების პარარელურად, შეგროვდა ხელმოწერებიც.

მათი თქმით იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ბევრია უმუშევარი და დასაქმებულების ყოველთვიური ანაზღაურებაც კი მიზერულია, ბოტანიკური ბაღი ტარიფებს არ უნდა აწესებდეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.