ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან, ხურჩის და ფახულანის მოსახლეობა მძიმე პირობებში ცხოვრობს - არასამთავრობო
FaceBook Twitter
E-mail Print
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებით, გამყოფ ხაზთან მდებარე ზუგდიდის სოფელ ხურჩის და წალენჯიხის სოფელ ფახულანის მოსახლეობა მძიმე სოციალურ მდგომარეობაშია. ორგანიზაციის თანამშრომლები აქ რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ.

მათი თქმით, ფახულანი-საბერიოს ე.წ. გამშვები პუნქტი ერთ-ერთია იმ ორ ე.წ. გამშვებ პუნქტს შორის, რომელიც დანარჩენ საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთთან აკავშირებს. თუმცა, ადგილობრივებს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შემოღებული "სამგზავრო დოკუმენტების" არარსებობის გამო, არ აქვთ შესაძლებლობა გალის მეზობელ სოფლებში გადასვლის და ნათესავების მონახულების.

რაც შეეხება ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტს, ის 2017 წლის მარტის შემდეგ არ ფუნქციონირებს. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ შედეგად ოკუპირებული ნაბაკევის მცხოვრები ბავშვები ხურჩის საბავშვო ბაღში ვერ დადიან, თავად კი აფხაზეთში ვერ გადადიან ახლობლების და საფლავების მონახულების მიზნით.

"ორივე სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მათი უფლებრივი და სოციალური ყოფა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამძიმდა და ვითარება წლების განმავლობაში უფრო და უფრო რთულდება. გაუარესება განსაკუთრებით აისახება აფხაზეთის რეგიონთან მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვაში და მასთან დაკავშირებული სოციალური და ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაში. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ორივე სოფლიდან მაღალია მიგრაცია, რაც მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას იწვევს. ამ სოფლებში მოსახლეობის შემოსავლის მთავარი წყარო თხილის მეურნეობაა, რომლის ფასიც მოსავლის ხარისხის შესაბამისად წლიდან წლამდე მცირდება. ადგილობრივებს არ აქვთ საკმარისი რესურსი რომ მეურნეობას სათანადოდ მოუარონ და ხარისხიანი მოსავალი მიიღონ, სახელმწიფოს კი მათ მხარდასაჭერად არ აქვს საკმარისი შეღავათიანი პროგრამები დანერგილი", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე განმარტებით, ადგილობრივები ყვებიან კონფლიქტის ზონაში ცხოვრების სირთულეებზე, რაც გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს და ამ ადამიანებს მოწყვლადს ხდის.

ამასთან, სოფლების მაცხოვრებლების ნაწილმა ე.წ. საზღვრის გავლების გამო დაკარგა მიწები/თხილნარები. ხშირად ეკარგებათ საქონელიც, დაკარგული მიწების სანაცვლოდ კი, ხელისუფლებას მათთვის სხვა მიწის ნაკვეთები არ გადაუცია.

ხშირია უკანონო დაკავებები ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით, რაც მოსახლეობას ფინანსურ ტვირთად აწვება.

არასამთავრობო აღნიშნავს, რომ გამყოფი ხაზის სოფლებისთვის, ამ მუნიციპალიტეტებში სახელმწიფოს არ აქვს სპეციალური სოციალური პროგრამები, რომელიც ომის ზიანს და კონფლიქტის ზონაში ცხოვრების მოწყვლად რეალობას დააკომპენსირებს. ამ სოფლებს არც მთიანი სოფლის სტატუსი აქვთ, რაც მათ მთელ რიგ სოციალურ შეღავათებს მიანიჭებდა.

ორგანიზაციის თქმით, ომის ტრავმის გამოცდილების მიუხედავად, ხურჩასა და ფახულანში არ ფუნქციონირებს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სპეციალური პროგრამები.

"სოფელ ფახულანის საჯარო სკოლის შენობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. იმ პირობებში როცა ამ სოფლის სკოლით სარგებლობის ინტერესი გამყოფი ხაზის მიღმა სოფელ საბერიოში, გალის რაიონში მცხოვრებ ბავშვებსაც აქვთ, სკოლის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სოფელ ხურჩაში კი, ადგილობრივები სანიაღვრე გზების გაყვანას, სოფლის შიდა გზების დაგებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართვას, ასევე სოფლის სამედიცინო ცენტრში ექიმებისა და ექთნის რეგულარული მუშაობის დაწესებას და სოფელში სკოლის გახსნას ითხოვენ. მათი თქმით, სოფელში დასაქმების ადგილების გაჩენა მიგრაციის შეჩერების საშუალება გახდება და მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ამაზე პროაქტიულად იფიქროს", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.