ხელისუფლების აგრესიული კამპანია ჩვენს მიმართ, საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა - NGO-ები
არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, "ქართული ოცნების" მხრიდან მათ
მიმართ წარმოებული
აგრესიული კამპანია, საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა. ეს ყველაფერი,
როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, ხელისუფლების საქმიანობაზე
საზოგადოებრივი კონტროლის გათიშვას ემსახურება, რაც ავტორიტარიზმის
კიდევ ერთი მკაფიო გამოვლინებაა და მისი ფორმირების შეუქცევად
დინებაზე მიანიშნებს.
"მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12 პუნქტიის შესრულებაზე მისსავე შექმნილ სამუშაო ჯგუფში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობა დაბლოკა, რასაც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჯგუფებში მუშაობის შეჩერება მოჰყვა, მმართველი პარტია სამოქალაქო სექტორს თავს დაესხა.
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზაციების კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებაზე, მათი დახარისხება და ხელისუფლებისთვის მიუღებელ არასამთავრობო ორგანიზაციათა შავი სიის შექმნა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის უმნიშვნელოვანეს, ევროინტეგრაციის საკითხზე დაფიქსირებული პოზიციის გამო, სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა ქართულმა ოცნებამ ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი გაანეიტრალოს და ამ გზით საკუთარი დღისწესრიგით საქმიანობა გაიადვილოს", - აცხადებენ არასამთავრობოები.
მათივე განმარტებით, მმართველი პარტია იმ ინდივიდებს, თუ ორგანიზაციებს ესხმის თავს, რომლებიც აქტიურად აკვირდებიან ხელისუფლების საქმიანობას, აკრიტიკებენ აქამდე არსებულ სახიფათო პოლიტიკას, მოუწოდებენ ხელისუფლებას გადახედოს მის დღისწესრიგს და ევროინტეგრაციის, თუ ქვეყნის განვითარების გზაზე რეალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს.
განცახდების ავტორები ფიქრობენ, რომ მმართველი პარტია იაზრებს შედეგს, თუმცა, მსგავსი რიტორიკითა და ნაბიჯებით მიზანმიმართულად ცდილობს მოშალოს ყველა ბერკეტი, რომელიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება. ასეთი გადაწყვეტილებები და განცხადებებია მიზეზი იმისა, რაც არასამთავრობოების განმარტებით, ყოველდღიურად ბუნდოვანს ხდის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მომავალს, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების თვალში, ეს კი სრულად "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობად მიაჩნიათ.
განცხადებას ხელს 15 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს:
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
დემოკრატიის მცველები
მედიის განვითარების ფონდი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
რონდელის ფონდი
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
უფლებები საქართველო
ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველო