აბაშაში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია
აბაშის მუნიციპალიტეტში, ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია.
ინფორმაციას მერია
ავრცელებს. ხანძარი იყო ნინოშვილის ქუჩაზე, ტყვირის, ქოლობნისა და
ძველი აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ცეცხლი ეკიდა ეკალ-ბარდებს და თხილნარს.
ხანძრის ქრობის პროცესში აბაშის, სენაკის, მარტვილის, ხობისა და ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურები მონაწილეობდნენ.
მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, ხანძრების პრევენციის და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის, ან ველის სიახლოვეს და არ დატოვო ცეცხლის კერები უყურადღებოდ.