ცხელი ამინდი 3 სექტემბრამდე შენარჩუნდება - მოსახლეობას ხანძრების საშიშროების გამო აფრთხილებენ
3 სექტემბრამდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი
იქნება. ჰაერის ტემპერატურამ
დაბლობში, ბარში და მთიანი რეგიონების ცალკეულ რაიონში, შესაძლოა 38,
40 გრადუსს მიაღწიოს.
"არსებული და მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
"არსებული და მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.