სასტიკი ბრძოლა გრძელდება დონეცკის ოლქში - უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფეისბუკის საკუთარ
გვერდზე
იუწყება, რომ რუსულმა არმიამ უკან დაიხია ხუთი დასახლებული პუნქტიდან.
მათივე ცნობით, "სასტიკი ბრძოლა" გრძელდება დონეცკის ოლქში ბახმუტისა
და ავდეევსკის მიმართულებით.
"მტერი ცდილობს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მიაღწიოს. დღეს სასტიკი ბრძოლები გრძელდება ბახმუტისა და ავდეევსკის მიმართულებით, კოდემის, ზაიცევოს, პესკოვის, პერვომაისკის და მარინკას რაიონებში", - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
ამავე ცნობებით, ბახმუტის მიმართულებით, რუსული სამხედროების მხრიდან სხვადასხვა ტიპის იარაღებიდან მიმდინარეობს დაბომბვები.
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, ხარკოვის მიმართულებით რუსულმა არმიამ ქვემეხიდან და სარაკეტო არტილერიიდან ესროლა დასახლებულ პუნქტებს.
მსხვერპლის შესახებ მონაცემები ოფიციალურ ინფორმაციაში არ არის მოცემული.
შეგახსენებთ, რომ რუსული არმია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.