ზუგდიდში, დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით სამეგრელოში
ერთი პირი დააკავეს. მას ბრალად, მარკირებას დაქვემდებარებული
განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის
გარეშე შენახვა ედება.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია, ჯამში 38 115 ლარის ღირებულების 8 470 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.