ახალი ამბები
ერთ კვირაში აფხაზეთში კორონავირუსის 875 ახალი შემთხვევა აღირიცხა
22-30 აგვისტოს ჩათვლით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 875 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 16 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს.

აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 56 179 ადამიანს შეადგენს. აქედან ოფიციალურად რეგისტრირებულია 693 გარდაცვალება.