სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტაზე საია მთავრობის წინააღმდეგ დავას იწყებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სენაკის საკრებულოს
უფლებამოსილების
შეწყვეტასთან დაკავშირებით მთავრობის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას
იწყებს.
ორგანიზაციის მიერ დღეს, 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უახლოეს დღეებში გეგმავენ მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
„საიამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოთხოვნილი იყო „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მიერ 2022 წლის 12 აგვისტოს გამოცემული №153/2022 განკარგულების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა, იმ მიზეზით, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს მთავრობას არ აქვს მიღებული დადგენილება, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობამ საკუთარი ინიციატივით არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, საიამ მიმართა მას განცხადებით და მოითხოვა აქტის გამოცემა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტილად ცნობის თაობაზე. ამ დროისთვის არ არის ცნობილი მთავრობის ოფიციალური პოზიცია განცხადებაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით.
იმედს გამოვთქვამთ, საქართველოს მთავრობა დროულად მოახდენს სათანადო რეაგირებას და იმსჯელებს საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტილად ცნობასთან დაკავშირებით. საია უახლოეს დღეებში გეგმავს მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რადგან სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეკრებილა, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, ეს საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველია.
ცესკოს განკარგულებით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები პირველ ოქტომბერს გაიმართება. შუალედური არჩევნები სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება. კენჭისყრა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, სამ საარჩევნო უბანზე უნდა ჩატარდეს.
ცნობისთვის, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ბოლოს 2021 წლის 17 დეკემბერს შეიკრიბა. ამ თარიღის შემდეგ იყო სხდომის ჩატარების 10-ზე მეტი მცდელობა, თუმცა ისინი, კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიმართა. 2022 წლის 9 თებერვალს, სენაკის საკრებულოს 16 დეპუტატი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", შეიკრიბა სხდომათა დარბაზში. მიუხედავად იმისა, რომ სხდომის გახსნის კვორუმი არ ჰქონდათ (ამისთვის საჭირო იყო 17 დეპუტატის რეგისტრაცია), მათ ჩათვალეს, რომ ისევ მოქმედებდა 2021 წლის 3 დეკემბრის კვორუმი და სხდომა უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილებები. ამ მოტივაციაზე დაყრდნობით, დეპუტატებმა ცნეს დამატებით ერთი წევრის უფლებამოსილება. აგრეთვე, გადაირჩიეს დროებითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისიები. ამავე შემადგენლობამ, 23 თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარეც აირჩია. აღნიშნული გადაწყვეტილებები პარტია "ქართულმა ოცნებამ" სენაკის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელი სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა.