სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის „ოცნებამ“ კანდიდატი წარადგინა
"ქართულმა ოცნებამ" სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური
არჩევნებისთვის,
თეკლათის და ჭალადიდის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ზაზა ყურაშვილი
წარადგინა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ისინი
ჩამოაყლიბებენ მყარ უმრავლესობას და ამით თითქმის ერთწლიანი
"საბოტაჟი" დასრულდება.
"დასრულდება თითქმის ერთწლიანი საბოტაჟი, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტი პარტია "საქართველოსთვის" ტანდემში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებდნენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები, გამოკლებული წევრის ასარჩევად, პირველ ოქტომბერს გაიმართება. საკრებულო პირადი განცხადებით ენმ-ს წევრმა, ვახტანგ წურწუმიამ დატოვა. ოპოზიციური პარტია დეპუტატზე ზეწოლაზე საუბრობს "ოცნების" მხრიდან, მმართველი პარტია კი უარყოფს ბრალდებას.
საკრებულო ბოლოს შარშან, 17 დეკემბერს შეიკრიბა. ამ თარიღის შემდეგ იყო სხდომის ჩატარების 10-ზე მეტი მცდელობა, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა.
2022 წლის 9 თებერვალს, სენაკის საკრებულოს 16 დეპუტატი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", შეიკრიბა სხდომათა დარბაზში. მიუხედავად იმისა, რომ სხდომის გახსნის კვორუმი არ ჰქონდათ (ამისთვის საჭირო იყო 17 დეპუტატის რეგისტრაცია), მათ ჩათვალეს, რომ ისევ მოქმედებდა 2021 წლის 3 დეკემბრის კვორუმი და სხდომა უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილებები. ამ მოტივაციაზე დაყრდნობით, დეპუტატებმა ცნეს დამატებით ერთი წევრის უფლებამოსილება. აგრეთვე, გადაირჩიეს დროებითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისიები. ამავე შემადგენლობამ, 23 თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარეც აირჩია. აღნიშნული გადაწყვეტილებები პარტია "ქართულმა ოცნებამ" სენაკის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელი სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა.
საია სენაკში შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება, ვინაიდან ეს საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს.