დაბომბვებს მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლა დონეცკის ოლქში
დონეცკის ოლქში რუსული არმიის მხრიდან დაბომბვის შედეგად, დღის
განმავლობაში
4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 10 კი დაშავდა. ამის შესახებ
დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი პაველ კირილენკო
სოციალურ ქსელში იუწყება.
"რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! პირველ სექტემბერს დონბასში რუსებმა მოკლეს 4 მშვიდობიანი მოქალაქე: 2 ტორეცკში, 1 ველიკა ნოვოსელკაში და 1 ავდეევკაში. კიდევ 10 ადამიანი დაშავდა", - წერს ის.
დონეცკის ოლქში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან 790 ადამიანი დაიღუპა და 2008 დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ რუსული არმია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.