საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა 6 სექტემბერს გაიმართება
6 სექტემბერს ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს
სხდომა გაიმართება.
ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობისთ გაიმართება. ევროკავშირის დელეგაციას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ბორელი უხელმძღვანელებს.
სხდომაზე განიხილავენ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს, ევროკავშირში წევრობის განაცხადის ფონზე. შეხვედრის მონაწილეები ფოკუსირებულები იქნებიან პოლიტიკურ დიალოგსა და რეფორმებზე, ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასთან და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტაზე.
ამასთან, შეხვედრაზე ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლები გაცვლიან მოსაზრებებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, განსაკუთრებით კი რეგიონულ საკითხებზე.
ევროსაბჭომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი მზად არიან ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ მაშინ, როცა პირობები შესრულდება. ეს პირობები კი 12 პუნქტს მოიცავს.