სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები მკაცრდება
პარლამენტს 5 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე წარედგინებასაკანონმდებლო
ცვლილებების პაკეტი,
რომლის თანახმადაც, სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები
გაიზრდება.
ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.
კერძოდ, მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება, 150 ლარის ნაცვლად 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
თუ სიჩქარის გადაჭარბებას საავარიო ვითარების შექმნა მოჰყვა, პირი 300 ლარის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება.
სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ასევე ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 600 ლარამდე იზრდება.
ამავე ცვლილებების მიხედვით, სიჩქარის გადაჭარბება იმ პირის მიერ, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო, ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ახორციელებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარით, ნაცვლად 300 ლარის.
დასჯადი ხდება დრიფტიც 300 ლარის ოდენობით. მაგრამ თუ ამ ქმედებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ეს გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
აღნიშნული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დადგება იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედება ჩადენილია კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას.