აფხაზეთის ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმს უფლებამოსილების გადამეტებასა და ქონების მითვისებაში ადანშაულებენ
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურა
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით "სახელმწიფო" ქონების
მითვისების ბრალდებით საქმეს იძიებს მთავარი სანიტარის, ლუდმილა
სკორიკის წინააღმდეგ.
როგორც აფხაზური გამოცემები იუწყებიან სკორიკი თვეზე მეტია სამსახურში არ გამოცხადებულა. მისი ადგილსამყოფელი უცნობია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და სკორიკის თანამშრომლების გამოკითხვა.
აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის მთავარი ექიმის, ლუდმილა სკორიკის წინააღმდეგ გამოძიებას ე.წ. გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებს.