ნარკოდანაშაულისთვის სამეგრელოს და კიდევ რამდენიმე რეგიონის პოლიციამ 10 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის,
სამეგრელო-ზემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში,
სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 10 პირი დააკავეს. მათ
შორის 4 ნარკორეალიზატორია.
დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ამოღებულია ნარკოტიკის უკანონო გასაღების შედეგად მიღებული ფულიც.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ასევე, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. მათ შორის 1 კილოგრამზე მეტი "ჰეროინი", "სუბოქსინი" , "ალფა პვპ", 45 შეკვრად დაფასოებული "მეტადონი," განსაკუთრებით დიდი ოდენობით "კოკაინი" და "მეტადონი".
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი მე-3, მე-5, მე-6, მე-7 ნაწილებით, სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.