ნარკოდანაშაულისთვის 16 პირი დააკავეს, მათგან 14 ნარკორეალიზატორია
შიდა ქართლის, აჭარის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა,
ნარკოდანაშაულისთვის 16 პირი დააკავეს. მათ შორის 14
ნარკორეალიზატორია.
დანაშაულები 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნარკორეალიზაციისთვის ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული ფული.
სამინისტროსვე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ ნარკოტიკებს და აღნიშნული ლოკაციების ადგილმდებარეობის ფოტოგადაღებას ახდენდნენ.
პოლიციამ ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი.
დაკავებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები: 626 აბი "სუბოტექსი", 220 აბი "მეტადონი", 150 გრამი "კოკაინი", 2 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ე.წ. "სირეცი", 565 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი", ნარკოტიკული საშუალება "მდმა-ს" შემცველი 418 აბი, 195 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მდმა" და ნარკოტიკული საშუალება "ლიზერგიდი" (LშD).
გამოძიება მიმდინარეობს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილით, მე-7 ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 19-261-ე მუხლის მე-4 ნაწილით.