დილით ხარკოვის ოლქში დაბომბვებს მსხვერპლი მოჰყვა
დილით რუსულმა არმიამ იერიში მიიტანა უკრაინაში ხარკოვის
ოლქის რამდენიმე უბანზე. ამ დროისთვის ცნობილია ორი დაღუპულის და ხუთი
დაშავებულის შესახებ.
ინფორმაციას ამის შესახებ ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
მან ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, დარჩნენ თავშესაფრებში და არ უგულვებელყონ განგაშის ხმა.
"სამწუხაროდ ინდუსტრიული უბნის დაბომბვის შედეგად არის მსხვერპლი. ექიმების წინასწარი მონაცემებით, 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა", - განაცხადა სინეგუბოვმა.
მანამდე მანვე თქვა, რომ გასული დღის განმავლობაში რუსებმა ხარკოვის ინფრასტრუქტურაზე 5 სარაკეტო შეტევა განახორციელეს. შუაღამის შემდეგ კი თავს დაესხნენ კილოდნოგორსკის და სალტოვის რაიონებს.
რუსული არმია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.