ახალი ამბები
"ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრს" ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრს" ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ზვიად ქარჩავა შალვა აგუმავამ შეცვალა. ინფორმაცია "ლაივპრესს" ზუგდიდის მერიაში დაუდასტურეს. მისი დანიშვნის ბრძანებას ხელი გუშინ, 7 სექტემბერს მოეწერა.

"შალვა აგუმავას აქვს სხვადასხვა სფეროში მუშაობის გამოცდილება. მუშაობდა როგორც საჯარო სექტორში, ისე არასამთავრობო და კერძო სექტორში. არის პროფესიონალი და ძალიან კარგი მენეჯერი", - გვითხრეს მერიაში.

რაც შეეხებაზვიად ქარჩავას, მან თანამდებობა სექტემბრის დასაწყისში, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მიზეზებზე არ უსაუბრია. მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს "ფეისბუკ" პოსტით და ახალ მენეჯმენტს წარმატებები უსურვა.