საქართველოს პრეზიდენტი მესტიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მესტიაში
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახური ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს სვანეთში მდგრადი განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ტურიზმის ტემპის ზრდისა და განვითარებისათვის.
მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ხაზი გაესვა უშგულისა და ლენტეხის დამაკავშირებელი გზის პროექტს. შეხვედრისას მხარეებმა სვანური ენის უნიკალურობაზე და ქართველურ ენებში მის ისტორიულ სტატუსზეც იმსჯელეს, როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტი სვანური ენის სკოლებში სწავლების ინიციატივით გამოვიდა. შეხვედრაზე სვანეთმა ორბელიანების სასახლეში რეგიონულ კვირეულში მონაწილეობის მოწვევა მიიღო.
ოფიციალური ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში რეგიონული კვირეულის ჩატარება პრეზიდენტის ინიციატივაა, რომლის მიზანიც დედაქალაქისა და ფართო საზოგადოებისათვის ადგილობრივი კულტურისა და ეკონომიკის უპირადესობების გაცნობა და ჩვენებაა.