ზუგდიდის თეატრი დღეს 155-ე საიუბილეო სეზონს პრემიერით გახსნის
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი დღეს 155
საიუბილეო სეზონს
პრემიერით გახსნის. მაყურებელს "ანა ფრანკის დღიურს" უჩვენებენ.
სპექტაკლი ზუგდიდის და დმანისის თეატრების კოპროდუქციაა და მასში ორივე თეატრალური დასის მსახიობები მონაწილეობენ.
"მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორია, რომელიც პატარა გოგონას ანა ფრანკის გარშემო ვითარდება მოგვითხრობს, ადამიანების ურთიერთობაზე, რომელსაც თან სდევს შიში, სასოწარკვეთა და ისტერიკა. არსებულ უიმედობაში მთავარი გმირის ოპტიმიზმი და შემართება ბოროტებასთან ბრძოლის ერთადერთი იარაღი ხდება, რაც საშუალებას აძლევს რეალობას მოწყდეს, იოცნებოს და ამ ოცნებეში ჩაბნელებული კედლების მიღმა მთელი სამყაროს მშვენიერება შეიგრძნოს", - ვკითხულობთ სპექტაკლის აღწერილობაში.
წარმოდგენის რეჟისორი გიორგი სიხარულიძეა.
სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება.
წარმოდგენის ჩვენება ამჯერადაც ყოფილი კულტურის სახლის შენობაში გაიმართება. თეატრის რეკონსტრუქცია ჯერ არ დასრულებულა.