უკრაინაში გაიზარდა ომის პირობებში დაშავებული ბავშვების რიცხვი
უკრაინაში გაიზარდა რუსეთის მხრიდან თავდასხმების შედეგად დაშავებული
ბავშვების
რაოდენობა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 1130-ზე მეტმა მიიღო
სხვადასხვა სახის დაზიანება.
მათ შორის, 10 სექტემბერს დაიჭრა 10 წლის ბიჭი.
ომის დაწყებიდან დღემდე, დაღუპულია 383 არასრულწლოვანი.
ყველაზე მ,ეტი, 390 ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში, ხარკოვში 209, კიევის ოლქში 116, მიკოლაევში 72, ჩერნიგოვში 68, ლუგანსკში 61, ხერსონში 55, ზაპოროჟოეში 46, დნეპროპეტროვსკის ოლქში კი 26.
ეს ციფრები საბოლოო არ არის და ყოველდღიურ რეჟიმში ზუსტდება.
დაბომბვის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით დაზიანდა 2480 სასწავლო დაწესებულება. აქედან 289 მთლიანად განადგურდა.
რუსული არმია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.