10 ათასი ლარი გამოიყო ბერტა ფონ ზუტნერის პრემიის დაჯილდოების ღონისძიებისთვის
"ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის მშვიდობის პრემია 2022 -
ახალგაზრდებისთვის" დაჯილდოების
ღონისძიების ორგანიზების მომსახურებაზე, ზუგდიდის მერიამ ტენდერი
გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 ათასი ლარია.
ეს თანხა უნდა მოხმარდეს გახმოვანების აპარატურით მომსახურებას, მუსიკალურ პროგრამას და სასაჩუქრე სუვენირს ერთი პერსონისთვის.
ამ თანხაში შედის მერიის ფეისბუკ გვერდზე ღონისძიების პირდაპირ რეჟიმში ტრანსლირებაც.
დაჯილდოების ღონისძიება 21 სექტემბერს, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში - უფლისწულ ნიკოს სასახლეში გაიმართება.
"ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია" 2019 წელს საინიციატივო ჯგუფმა "ნდობა მშვიდობისთვის", ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დააფუძნა და უკვე წელს მეოთხედ ტარდება.
პრემიის საპრიზო თანხა 3 000 ლარია.
ღონისძიების მიზანი მშვიდობის მშენებლობისა და განმტკიცების პროცესში ჩართული აქტივისტების საქმიანობის დაფასებაა, საზოგადოებაში სამშვიდობო ხედვების აქტუალიზებასთან და ნდობის მშენებლობის საქმეში ახალგაზრდების წახალისებასთან ერთად.
შარშან პრემიის გამარჯვებული, ასოციაცია "ათინათის" გამგეობის თავმჯდომარე რუსუდან ყალიჩავა გახდა.
მანამდე კი, მშვიდობის პრემიის გამარჯვებულები ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარე ნინო კალანდარიშვილი და დევნილ ქალთა ასოციაცია "თანხმობის" თავმჯდომარე იულია ხარაშვილი იყვნენ.
ბერტა ფონ ზუტნერი პირველი ქალია, რომელიც ალფრედ ნობელის პრემიის ლაურეატი 1905 წელს გახდა. ავსტრიელი მწერალი სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელ დედოფალთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან მეგობრობდა და ხუთი წლის მანძილზე ზუგდიდში ცხოვრობდა.