სამოქალაქო აქტივისტმა სენაკის საავადმყოფოს აღდგენის მოთხოვნით პირი ამოიკერა
სენაკის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს აღდგენის მოთხვნით სამოქალაქო
აქტივისტმა
ბესიკ წულეისკირმა პირი ამოიკერა. პროტესტის უკიდურეს ფორმას მან
სოციალურ ქსელში, პირდაპირი ჩართვისას მიმართა. მანამდე აქტივისტმა ამ
გადაწყვეტილბის მიზეზად ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობა
დაასახელა. ბესიკ წულეისკირმა სამეგრელო-ზემო სვანეთში
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას და ცენტრალური ხელისუფლების
წარმომადგენლებს მიმართა. თქვა, თუ 24 საათში კომპეტენტური პირი არ
დაუკავშირდება და პრობლემით არ დაინტერესდება, თავს დაიწვავს.
"იქნებ ამან მიიქციოს ხელისუფლების ყურადღება. ადგილობირვი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საქმე არ მაქვს, მათთან საუბარს აზრი არ აქვს. ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოაგზავნოს წარმომადგენელი სენაკში, დაინტერესდეს რა არის ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა. ცენტრალური ხელისუფლებიდან კომპეტენტური პირი ან სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციიდან კომპეტენტური პირი დაინტერესდეს ", - განაცხადა ბესიკ წულეისკირმა.
მასთან ერთად ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში პროტესტის ნიშნად გაშლილ კარავში იმყოფება აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი აპოლონ გარუჩავა. მან "ლაივპრესს" უთხრა, რომ აქციის შეწყვეტას არ გეგმავენ და ღამეს კარავში გაათევენ.
აპოლონ გარუჩავას ინფორმაციითვე, მას შემდეგ რაც ბესიკ წულეისკირმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა, ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები, მეხანძრეები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები. აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ბესიკ წულეისკირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის პროტესტის შეწყვეტაზე უარს ამბობს.
როგორც აპოლონ გარუჩავა აცხადებს, სახელმწიფო პრაქტიკულად უპირობოდ, აუქციონის წესით ყიდის საავადმყოფოს შენობას. ამიტომ აქტივისტები ითხოვენ, სახელმწიფომ მყიდველს მთავარ პირობად განუსაზღვროს შენობაში სამედიცინო დაწესებულების აღდგენა.
აქციის მონაწილეების თქმით, რაიონული საავადმყოფოს დახურვის შემდეგ სენაკელებს სამედიცინო სერვისების მისაღებად ქუთაისში ან ზუგდიდში უწევთ გამგზავრება, რადგან ადგილზე არსებული კერძო დაწესებულება პაციენტების მხოლოდ მცირე კონტიგენტისთვისა არის საკმარისი.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
სენაკის ყოფილი რაიონული საავადმყოფო 2009 წლიდან ეტაპობრივად დატოვა მედპერსონალმა. მთავარი მიზეზი სახელფასო დავალიანება იყო. გარდა ამისა იკვეთებოდა მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემები და სამედიცინო აღჭურვილობის არ ქონა. საბოლოოდ საავადმყოფო 2014 წელს დაიხურა.