ახალი ამბები
სენაკის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში მიმდინარე საპროტესტო აქცია შეწყდა
FaceBook Twitter
E-mail Print
სენაკის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს აღდგენის მოთხოვნით დაწყებული პროტესტი სამოქალაქო აქტივისტებმა, აპოლონ გარუჩავამ და ბესიკ წულეისკირმა შეწყვიტეს, მას შედეგ რაც რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებს გაესაუბრნენ. ბესიკ წულეისკირს, რომელმაც პროტესტის ნიშნად პირი 12 სექტემბერს ამოიკერა სამედიცინო დახმარება გაეწია - ამოუღეს ძაფები და ახლა უკვე შეუძლია საკვების მიღებაც.

აქტივისტებთან შესახვედრად სენაკში იმყოფებოდნენ რწმუნებულის მოადგილეები დავით ვერავა და ნუკრი ხასია. მათ აქციის მონაწილეებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდეს და შეჰპირდნენ რწმუნებულის ჩართულობით ერთობლივ შეხვედრას.

"15 სექტემბერს დაველოდებით. დასრულდება საავადმყოფოს შენობის აუქციონი და უკვე ორშაბათს შევხვდებით რწმუნებულს. ვთვლი, რომ დღევანდელი შეხვედრა იყო ნაყოფიერი, რადგან ჩვენი შეხვედრა შედგა", - თქვა "ლაივპრესთან" საუბრისას აქციის მონაწილე აპოლონ გარუჩავამ.

სენაკის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს აღდგენის მოთხვნით სამოქალაქო აქტივისტმა ბესიკ წულეისკირმა პირი 12 სექტემბერს ამოიკერა. პროტესტის უკიდურეს ფორმას მან სოციალურ ქსელში, პირდაპირი ჩართვისას მიმართა. მანამდე აქტივისტმა ამ გადაწყვეტილბის მიზეზად ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობა დაასახელა. ბესიკ წულეისკირმა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა. თქვა, თუ 24 საათში კომპეტენტური პირი არ დაუკავშირდება და პრობლემით არ დაინტერესდება, თავს დაიწვავდა. მასთან ერთად ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში პროტესტის ნიშნად გაშლილ კარავში იმყოფებოდა აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი აპოლონ გარუჩავა.

მისი თქმით, სახელმწიფო პრაქტიკულად უპირობოდ, აუქციონის წესით ყიდის საავადმყოფოს შენობას. ამიტომ ითხოვენ, სახელმწიფომ მყიდველს მთავარ პირობად განუსაზღვროს შენობაში სამედიცინო დაწესებულების აღდგენა.

აქციის მონაწილეების განმარტებით, რაიონული საავადმყოფოს დახურვის შემდეგ სენაკელებს სამედიცინო სერვისების მისაღებად ქუთაისში ან ზუგდიდში უწევთ გამგზავრება, რადგან ადგილზე არსებული კერძო დაწესებულება პაციენტების მხოლოდ მცირე კონტიგენტისთვისა არის საკმარისი. სამოქალაქო აქტივისტები ასევე ითხოვენ სენაკში კინოთეატრის აღდგენას.

სენაკის ყოფილი რაიონული საავადმყოფო 2009 წლიდან ეტაპობრივად დატოვა მედპერსონალმა. მთავარი მიზეზი სახელფასო დავალიანება იყო. გარდა ამისა იკვეთებოდა მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემები და სამედიცინო აღჭურვილობის არ ქონა. საბოლოოდ საავადმყოფო 2014 წელს დაიხურა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამ დროის მონაცემებით, მოსკოვის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის
შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა,
10:54 / 09.12.2022
ამ დროის მონაცემებით, მოსკოვის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა,
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე თბილისის
საქალაქო
10:02 / 09.12.2022
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე თბილისის საქალაქო
ოკუპირებულ აფხაზეთში კრასნოდარიდან გადაასვენეს, უკრაინაში დაღუპული
გალელი მებრძოლის ცხედარი. ე.წ. საგანგებო
14:57 / 07.12.2022
ოკუპირებულ აფხაზეთში კრასნოდარიდან გადაასვენეს, უკრაინაში დაღუპული გალელი მებრძოლის ცხედარი. ე.წ. საგანგებო
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, უკრაინაში დაღუპული ქართველი
მებრძოლების ოჯახებს და ახლობლებს
12:12 / 07.12.2022
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს და ახლობლებს
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.