ზუგდიდის 51 საჯარო სკოლიდან სასწავლო პროცესი 49-ში განახლდა
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში
სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო
სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და დროშა აღიმართა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი 51 საჯარო სკოლიდან ახალი სასწავლო წელი 49-ში დაიწყო. როგორც ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელმა, მამუკა ბულიამ "ლაივპრესს" განუცხადა, ორ სკოლაში - აკაკი წერეთლის სახელობის ზუგდიდის პირველ და სოფელ ჯუმის საჯარო სკოლებში სწავლა, შენობებში მიმდიარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გადაიდო. როგორც რესურსცენტრის, ხელმძღვანელი აცხადებს, სარემონტო სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება და ამ ორ სკოლაშიც მუშაობა 26 სექტემბერს განახლდება.
"დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა ჩვეულებრივ, სრული დასწრებითი ფორმით. არცერთ სკოლაში არ არის დისტანციური და არც სწავლების ჰიბრიდული ფორმა გამოყენებული", - განაცხადა მამუკა ბულიამ.
მისივე ინფორმაციით, 49 საჯარო სკოლასთან ერთად დღეს სწავლა განაახლა ქალაქში მოქმედმა ექვსივე კერძო სკოლამ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან. მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, 2022-2023 სასწავლო წლიდან "საქართველოს ისტორია" დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. ამასთან, პირველ კლასში მოსწავლეებისთვის სავალდებულო ხდება ჭადრაკი. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის "სამხედრო საქმის" პილოტირება იწყება.
საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის.
დღესვე სააღმზრდელო პროცესი დაიწყო ბაგა-ბაღებში.