წარმატებით მოვიგერიეთ თავდასხმები 6 დასახლებულ პუნქტში - უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,
რუსეთის არმიამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 11 სარაკეტო, 15
საავიაციო დარტყმა და 96 შეტევა განახორციელა ცეცხლის რეაქტიული
სისტემების გამოყენებით. იერიში მიტანილი იყო კვლავ სამხედრო და
სამოქალაქო ობიექტებზე. შედეგად 30-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში
ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
უკრაინის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ წარმატებით მოიგერიეს თავდასხმები დონეცკის ოლქში ოდრადოვკას, ზაიცევოს, ბახმუტის, ვესელა დოლინას, ავდეევკასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებებზე.
ამავა ცნობების თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა სხვადასხვა მიმართულებით გაანადგურეს რუსეთის ორი უპილოტო საფრენი აპარატი. დადასტურებულია 13 საყრდენი პუნქტის და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსების 5 პოზიციის განადგურება.
შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბრიდან უკრაინის შეიარაღებული ძალები გადავიდნენ ინტენსიურ კონტრშეტევაზე. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა დაიბრუნეს რუსული არმიის მიერ ოკუპირებული 400-მდე დასახლება.
რუსული არმია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.