ახალი ამბები
იზიუმში დაღუპულთა რიცხვი შეიძლება რამდენჯერმე აღემატებოდეს ბუჩის ტრაგედიას - კოტენკო
FaceBook Twitter
E-mail Print
უკრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებულ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში, დაღუპული მოქალაქეების მაჩვენებელი შეიძლება ბევრად მეტი იყოს ვიდრე ბუჩაში. ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" განსაკუთრებულ ვითარებაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისარ ოლეგ კოტენკოზე დაყრდნობით წერს.

იზიუმის დეოკუპაციის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ იპოვეს სასაფლაო, სადაც 440-ზე მეტი მოკლული ადამიანია დამარხული.

"ახლა ჩვენ ვმუშაობთ სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების ექსჰუმაციაზე, შემდეგ კი ცხედრები ექსპერტებს გადაეცემათ დაღუპულთა იდენტიფიკაციისთვის. სამწუხაროდ, ეს სამუშაოს მხოლოდ დასაწყისია. ჯერ კიდევ რამდენი ასეთი ადგილი იქნება დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, უცნობია, მაგრამ მწარე რეალობა იმაზე მეტყველებს, რომ იზიუმში დაღუპულთა რიცხვი შეიძლება რამდენჯერმე აღემატებოდეს ბუჩის ტრაგედიას", - აცხადებს ოლეგ კოტენკო. მისივე თქმით, მასობრივი სამარხის ერთ-ერთი ლოკაცია რუსეთის მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს დახმარებით იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი სამარხი აპრილში, ქალაქიდან რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ იპოვეს. საუბარი იყო 100-ობით ცხედარზე, რომლებსაც წამების კვალი აღენიშნებოდათ.

5 სექტემბრიდან უკრაინის შეიარაღებული ძალები გადავიდნენ ინტენსიურ კონტრშეტევაზე. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა დაიბრუნეს რუსული არმიის მიერ ოკუპირებული 400-მდე დასახლება.

რუსული არმია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.