უმკაცრესად ვგმობ რუსეთის სისასტიკეს იზიუმში - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზირაბიშვილი სოციალურ ქსელ
"ტვიტერის" გვერდზე გამოეხმაურა უკრაინის ქალაქ იზიუმში მასობრივი
სამარხის აღმოჩენას.
"უმკაცრესად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს იზიუმში. ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. უკრაინა არ დაეცემა და დადგება მშვიდობა! #SlavaUkraini", – წერს სალომე ზურაბიშვილი.
რუსი სამხედროებისგან იზიუმის დეოკუპაციის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ იპოვეს სასაფლაო, სადაც 440-ზე მეტი მოკლული ადამიანია დამარხული.
5 სექტემბრიდან უკრაინის შეიარაღებული ძალები გადავიდნენ ინტენსიურ კონტრშეტევაზე. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა დაიბრუნეს რუსული არმიის მიერ ოკუპირებული 400-მდე დასახლება.
რუსული არმია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.