მესტიაში პოლიციამ ერთი პირი დააკავა
პოლიციამ მესტიაში, თბილისში, სამცხე-ჯავახეთსა და გურიაში უკანონო
ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო
მასალა ამოიღო. დაკავებულია 4 პირი. მათ შორის ერთი, მსჯავრის ქვეშ
მყოფი მესტიაში. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის
ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 12 ვაზნა
ამოიღეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.