ბანკის შენობაში 12 მძევალი რჩება - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს "საქართველოს
ბანკის" ქუთაისის ფილიალში შეჭრაზე.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის შენობაში მძევლად რჩება 12 პირი,
პოლიცია კი ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებს მათი სწრაფად და
უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის.
გამოძიება დაწყებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.
შეჭრილი პირი 2 მილიონ დოლარს ითხოვს. მისი ეს მოთხოვნა ერთ-ერთმა მძევალმა გაახმოვანა. შეიარაღებულმა პირმა სამ საათიანი ვადა მისცა სამართალდამცველებს მოთხოვნის შესასრულებლად.
ეს "საქართველოს ბანკში" შეჭრის პირველი შემთხვევა არ არის.
2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში შეიარაღებული პირი "საქართველოს ბანკში" შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები მძევლად აიყვანა და ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. სპეცოპერაცია 8 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. თავდამსხმელმა მოთხოვნილი თანხა მიიღო და მიმალვა შეძლო. სპეცოპერაციისას არავინ დაშავებულა. საქმეში მთავარი ბრალდებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ბადრი ესებუაა, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ.