რუსებმა დაიწყეს თხრილების გაკეთება ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვართან - მედია
ოკუპირებული ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ხერსონის ოლქთან,
დაფიქსირდა რუსული ჯარების საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობა.
ინფორმაციას ამის შესახებ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის
პრეზიდენტის წარმომადგენლობაზე დაყრდნობით "უკრაინსკაია პრავდა"
ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონის "ადმინისტრაციის" ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ იქმნება ორი ბატალიონი, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ საომრად გაიგზავნება.
რუსული არმია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.