ზუტნერის მშვიდობის პრემიის გამარჯვებული დღეს გამოვლინდება - ნომინანტებს შორის უცხოელებიც არიან
"ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2022 -
ახალგაზრდების" მშვიდობის პრემიის გამარჯვებული
დღეს, ნიკოსეულ სასახლეში, დაჯილდოების ღონისძიებაზე გამოვლინდება.
პრემიაზე 14 კანდიდატია ნომინირებული, მათ შორის უცხოელები:
მალვინა კოტუა - წარმდგენი სალომე გუგუშვილი
ელიკო ბენდელიანი - წარმდგენი ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი, მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი და საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი "ლაზარე"
ნათია ჭანკვეტაძე - წარმდგენი ქეთი მურუსიძე
გიორგი არზიანი - წარმდგენი ერთიანი კავკასია
ირაკლი შამათავა - წარმდგენი ეკატერინე ხუბულავა
მარიამ ნარმანია - წარმდგენი ხათუნა გარგულია
დავით ესართია - წარმდგენი - მაკა სამუშია
ირინა კვანტალიანი - წარმდგენი "Tvoia Ukraina"
პირველად, პრემიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან წარდგენილი
ტომ ვიზელი - წარმდგენი ჯორჯ სტივენსი, NOAL (ახალგაზრდული მოძრაობა ისრაელი)
ნიცან მენაგემ - წარმდგენი Hashomer Hatzair Deutschland / რობერტ როსტოსკი
ქსენია ჟვალეუსკაია - წარმდგენი: ABF ბელარუსი / ლიეტუა
ანტონ სტაროვიეროვი - წარმდგენი: ოლია ფორმოდა, უკრაინა
ლუსინე ქოსაკიანი - წარმდგენი: ფრონტლაინის ახალგაზრდული ქსელი, სომხეთი
ოლეჰ რაიდა - წარმდგენი: SD პლატფორმა, უკრაინა
დაჯილდოვების ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყება. მას მუსიკალურად გააფორმებს ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმებიანი კვარტეტი ლელა მჭედლიძის ხელმძღვანელობით. ღონისძიების სპეციალური სტუმარი აფხაზეთიდან დევნილი მუსიკოსი, ნათია თოდუა იქნება.
ღონისძიების ორგანიზებისთვის ზუგდიდის მერიამ 10 ათასი ლარი გამოყო.
პრემიის საპრიზო თანხა 3 000 ლარია.
"ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია" 2019 წელს საინიციატივო ჯგუფმა "ნდობა მშვიდობისთვის", ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დააფუძნა და უკვე წელს მეოთხედ ტარდება.
ღონისძიების მიზანი მშვიდობის მშენებლობისა და განმტკიცების პროცესში ჩართული აქტივისტების საქმიანობის დაფასებაა, საზოგადოებაში სამშვიდობო ხედვების აქტუალიზებასთან და ნდობის მშენებლობის საქმეში ახალგაზრდების წახალისებასთან ერთად.
ბერტა ფონ ზუტნერი პირველი ქალია, რომელიც ალფრედ ნობელის პრემიის ლაურეატი 1905 წელს გახდა. ავსტრიელი მწერალი სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელ დედოფალთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან მეგობრობდა და ხუთი წლის მანძილზე ზუგდიდში ცხოვრობდა.