ახალი ამბები
მშვიდობის პრემიას წელს ორი გამარჯვებული ჰყავს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში, ნიკოსეულ სასახლეში, "ბერტა ფონ ზუტნერის" მშვიდობის პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ჯილდო ელიკო ბენდელიანს და ნათია ჭანკვეტაძეს გადაეცა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა პრემიას ორი გამარჯვებული ჰყავს.

ღონისძიებაზე სულ 14 ნომინანტი იყო წარდგენილი. მათ შორის უცხოელები.

ნათია ჭანკვეტაძე ღონისძიებას ვერ დაესწრო, რადგან საქართველოში არ იმყოფება. ელიკო ბენდელიანმა კი აღნიშნა, რომ მშვიდობის საკითხზე მომუშავე ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია, რადგან ყველა ის იდეა, რაზეც მუშაობენ, ისე როგორც არასდროს გულუბრყვილოდ და არასერიოზულად მოჩანს მსოფლიოში საფრთხეების გამო.

"ამიტომ, ჩვენ საზეიმო განწყობა ნაკლებად გვაქვს, როცა კავკასიაში და შავი ზღვის რეგიონში ადამიანები კვდებიან და მშვიდობის შენარჩუნება ვერ შევძელით, თუმცა ამ ადამიანებს, ვინც აქ ვართ შეკრებილები, ეს პრემია გვაძლევს მოტივაციას, რომ გავაგრძელოთ მუშაობა მშვიდობისთვის და განსაკუთრებით მიხარია, რომ ამ პრემიას ვიზიარებ ჩემს მეგობართან, ფანტასტიკურ პროფესიონალთან, ნათიასთან, რომელიც დღეს ამერიკაშია", - მიმართა ელიკო ბენდელიანმა აუდიტორიას.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმებიანმა კვარტეტმა. 

პრემიის საპრიზო თანხა 3 000 ლარია.

ღონისძიების ორგანიზებისთვის ზუგდიდის მერიამ 10 ათასი ლარი გამოყო.

"ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია" 2019 წელს საინიციატივო ჯგუფმა "ნდობა მშვიდობისთვის", ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დააფუძნა და წელს მეოთხედ ჩატარდა.

მისი მიზანი მშვიდობის მშენებლობისა და განმტკიცების პროცესში ჩართული აქტივისტების საქმიანობის დაფასებაა, საზოგადოებაში სამშვიდობო ხედვების აქტუალიზებასთან და ნდობის მშენებლობის საქმეში ახალგაზრდების წახალისებასთან ერთად.

ბერტა ფონ ზუტნერი პირველი ქალია, რომელიც ალფრედ ნობელის პრემიის ლაურეატი 1905 წელს გახდა. ავსტრიელი მწერალი სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელ დედოფალთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან მეგობრობდა და ხუთი წლის მანძილზე ზუგდიდში ცხოვრობდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სოხუმი გამოეხმაურა ენგურის ხიდზე გამართულ საპროტესტო აქციას, სადაც
აქტივისტებმა ოკუპაცია
17:46 / 25.09.2022
სოხუმი გამოეხმაურა ენგურის ხიდზე გამართულ საპროტესტო აქციას, სადაც აქტივისტებმა ოკუპაცია
დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში რუსმა სამხედროებმა ორი მოქალაქე
მოკლეს. დაიჭრა 8 პირი.
16:23 / 25.09.2022
დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში რუსმა სამხედროებმა ორი მოქალაქე მოკლეს. დაიჭრა 8 პირი.
მარტვილში ქურდობა მოხდა.
12:35 / 25.09.2022
მარტვილში ქურდობა მოხდა. "ლაივპრესის" ინფორმაციით, ერთ-ერთი ოჯახიდან
რუსმა სამხედროებმა უპილოტო თვითმფრინავებით - კამიკაძე-დრონებით
იერიში მიიტანეს ოდესაზე. მათ შორის
11:31 / 25.09.2022
რუსმა სამხედროებმა უპილოტო თვითმფრინავებით - კამიკაძე-დრონებით იერიში მიიტანეს ოდესაზე. მათ შორის
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.