ახალი ამბები
200 გმირი მედვედჩუკზე, „აზოვის“ 5 მეთაური კი 55 რუს ტყვეში გავცვალეთ - ერმაკი
FaceBook Twitter
E-mail Print
რუსეთთან ტყვეების გაცვლის ოპერაციის ფარგლებში გათავისუფლებულ 215 "უკრაინის დამცველს" შორის 124 ოფიცერია. უკრაინას დაუბრუნდა "აზოვის" დანაყოფის 108 მეომარი. გათავისუფლებულებს შორის 10 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ამის შესახებ პირდაპირ ეთერში ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა.

მისი ინფორმაციით, უკრაინელ ტყვეებს შორის არიან "აზოვის" პოლკის მეთაური, დენის პროკოპენკო, მისი მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი, მარიუპოლის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი, მიხაილ ვერშინინი, და "აზოვის" მედიკოსი ეკატერინა პოლიშჩუკი.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ტყვეების გაცვლის ფარგლებში რუსეთში დააბრუნეს - უკრაინელი პოლიტიკოსი, პრორუსული პარტია "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" ხელმძღვანელი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელსაც უკრაინულ მედიაში "პუტინის ნათლიად" მოიხსენიებენ და 55 რუსი სამხედრო.

"ჩვენი 200 გმირი გავცვალეთ მედვედჩუკზე, რომელმაც უკვე მისცა გამოძიებას ყველა შესაძლო მტკიცებულება. ხოლო "აზოვსტალის" 5 გმირი-მეთაური – 55 რუს ტყვეში, რომლებიც ჩვენთვის საინტერესო არ არიან, - განაცხადა ადრეი ერმაკმა.

შეგახსენებთ, რომ რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხანაში გამაგრებული "აზოვის" დანაყოფის მეომრების ევაკუაცია 17 მაისს განხორციელდა. მას შემდეგ ისინი რუსეთის ტერიტორიაზე, ტყვეობაში იმყოფებოდნენ. რამდენიმეს სიკვდილით დასჯა ელოდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებულ ხარკოვის ოლქის ქალაქ
იზიუმში
10:00 / 26.09.2022
კრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებულ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში
სოხუმი გამოეხმაურა ენგურის ხიდზე გამართულ საპროტესტო აქციას, სადაც
აქტივისტებმა ოკუპაცია
17:46 / 25.09.2022
სოხუმი გამოეხმაურა ენგურის ხიდზე გამართულ საპროტესტო აქციას, სადაც აქტივისტებმა ოკუპაცია
დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში რუსმა სამხედროებმა ორი მოქალაქე
მოკლეს. დაიჭრა 8 პირი.
16:23 / 25.09.2022
დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში რუსმა სამხედროებმა ორი მოქალაქე მოკლეს. დაიჭრა 8 პირი.
მარტვილში ქურდობა მოხდა.
12:35 / 25.09.2022
მარტვილში ქურდობა მოხდა. "ლაივპრესის" ინფორმაციით, ერთ-ერთი ოჯახიდან
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.