ახალი ამბები
„ჟაშუშობის“ ბრალდებით დაკავებულ ზუგდიდელ ქალს, სოხუმმა პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა
ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ, "ჯაშუშობის" ბრალდებით დაკავებულ ზუგდიდის მკვიდრს, 24 წლის ქრისტინე თაკალანძეს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდა.

გადაწყვეტილება სოხუმის ე.წ. სასამართლომ, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო და ეს ვადა კიდევ 2 თვით გაახანგრძლივა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ წინასწარი გამოძიების თანახმად, ქრისტინე თაკალანძე განზრახ, "უცხო ქვეყნის" დაზვერვის დავალებით მოქმედებდა. კერძოდ, 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის 20 ივლისამდე მუშაობდა "დანაშაულებრივი გეგმების" სისრულეში მოსაყვანად, ქართველი სპეცსამსახურებისთვის აგროვებდა მათი "კანონმდებლობით" დაცულ სამხედრო თუ სხვა საიდუმლო ინფორმაციას, შემდგომში აფხაზეთის "რესპუბლიკის" კონსტიტუციური წესრიგის და "სუვერენიტეტისთვის" ზიანის მისაყენებლად.

დე ფაქტო სუს-მა მიმდნარე წლის ივლისის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია ქრისტინე თაკალანძის დაკავების შესახებ "ჯაშუშობის" ბრალდებით.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მაშინ თქვა, რომ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ინფორმაცია მიაწოდეს მომხდარის შესახებ.

მათივე თქმით, დაკავებულის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.