ახალი ამბები
საქართველოს ჩემპიონი კიდევ 3 ზუგდიდელი ძალოსანი გახდა [ფოტო]
დუშეთში დასრულდა ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი, სადაც საქართველოს 14 რაიონის 100-მდე ძალოსანი ასპარეზობდა. ზუგდიდელმა სპორტსმენებმა შეჯიბრის დასკვნით დღეს კიდევ 4 მედალი მოიპოვეს. მათ შორის 3 ოქროს და ერთი ვერცხლის.

დიდებში, 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძე (168/210/378 კგ) საქართველოს ჩემპიონი გახდა.

20 წლამდელთა შორის, იგივე წონით კატეგორიაში გურამ ვეკუამ (150/187/337 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ირაკლი ვეკუამ კი, 109 კილოგრამ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა (126/157/283 კგ).

ამავე ასაკობრივ კატეგორიაში, იკა ჭიჭინაძემ (143/165/308 კგ) ვერცხლის სინჯის მედლის მფლობელია.

გამარჯვებულ-პრიზიორები სინკლერის სპეციალური სიითაც გამოავლინეს.

20 წლამდელთა შორის, ზუგდიდელი მანუჩარ გოგოხია 384,01 ქულით მეორეა, დუ~იდებში ირაკლი ჩხეიძე კი მესამე ადგილზეა 416,31 ქულით.

გამარჯვებულ-პრიზიორები გუნდურ ჩათვლაშიც გამოვლინდნენ.

20 წლამდელ ძალოსნებს შორის, 207 ქულით ზუგდიდი მეორე ადგილზეა, მედლებით კი პირველ პოზიციაზე.

სულ, მედლები 10-მა ზუგდიდელმა სპორტსმენმა მოიპოვა.