ოდესის ცენტრი რუსულმა უპილოტო თვითმფრინავებმა დაბომბეს
რუსმა სამხედროებმა უპილოტო თვითმფრინავებით - კამიკაძე-დრონებით
იერიში მიიტანეს ოდესაზე. მათ შორის
ქალაქის ცენტრში, ადმინისტრაციულ შენობაზე.
თავდასხმების შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომელსაც ამ დრომდე აქრობენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ერთ-ერთი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
რუსები თავს დაესხნენ ზაპოროზიესაც. ტერიტორიაზე დაახლოებით 10 რაკეტა ისროლეს. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ 3 დაშავებულის თაობაზე. სხვა ინფორმაცია ზუსტდება.
თავდასხმის ობიექტი მიკოლაევში, საცხოვრებელი სახლებიც გახდა. მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ცნობები ამ დრომდე არ გავრცელებულა.
რუსული არმია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.