ახალი ამბები
დონეცკში რუსმა სამხედროებმა 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში რუსმა სამხედროებმა ორი მოქალაქე მოკლეს. დაიჭრა 8 პირი. ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო ტელეგრამზე იტყობინება.

მანვე აღნიშნა, რომ ჯერაც შეუძლებელია მარიუპოლსა და ვოლნოვახში მსხვერპლთა ზუსტი ოდენობის დადგენა.

პარარელურად, რუსეთი თავს ესხმის უკრაინის ქალაქებს. იზრდება დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი.

რუსული არმია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.