რუსი სამხედროების ავიაიერიშებმა ერთ დღეში უკრაინის 40-ზე მეტი დასახლება დააზარალა - გენშტაბი
ბოლო ერთი დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე 5
სარაკეტო
და 12 საჰაერო დარტყმა განახორციელა, ხანძრის შედეგად 40-ზე მეტი
დასახლება დაზარალდა. მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან 83-ზე მეტი
შეტევა განახორციელა.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე იუწყება.
ამავე ცნობების თანახმად, საჰაერო და სარაკეტო იერიშების პარალელურად სხვადასხვა ოლქში რუსი სამხედროები ისროდნენ ტანკებიდან, ნაღმტყორცნებიდან და ქვემეხებიდან.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქვედანაყოფების შეტევები მოიგერიეს 13 დასახლებულ პუნქტთან.
რუსული არმია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.