რუსეთში „საყოველთაო მობილიზაციის“ ფარგლებში გაწვეულმა მამაკაცმა სამხედრო აღრიცხვის ოფისის უფროსს ესროლა
რუსეთის ფედერაციის ირკუტსკის ოლქის უსტ-ილიმსკის სამხედრო აღრიცხვისა
და გაწვევის ოფისში სროლა იყო. საერთაშორისო რუსულენოვანი გამოცემა
"მედუზა" იუწყება, რომ 25 წლის მამაკაცმა ესროლა სამხედრო აღრიცხვისა
და გაწვევის შტაბის უფროსს, რომელიც შემთხვევის შედეგად დაიჭრა.
იგივე ინფორმაციას ავრცელებს ასევე რამდენიმე ინტერნეტპორტალი. ბოლო მონაცემებით, აღრიცხვისა და გაწვევის შტაბის უფროსს 6-ჯერ ესროლეს. ის გადაყვანილია საავადმყოფოში და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები მისი დაღუპვის შესახებ, რაც მოგვიანებით არ დადასტურდა.
"მედუზა" ინფორმაციას Tayga.info-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოს ურთავს, სადაც ჩანს როგორ ისვრის ცეცხლსასროლი იარაღიდან მამაკაცი, რის შემდეგაც შენობაში მყოფი პირები გარეთ გარბიან. თვითმხილველების თქმით, ცეცხლის გახსნამდე ახალგაზრდამ თქვა: "ახლა ყველანი სახლში წავალთ". გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში გამოცხადებული "ნაწილობრივი მობილიზაციის" ფარგლებში ის უკრაინის ომში იყო გავწეული.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს განაცხადა "ნაწილობრივი მობილიზაციის" შესახებ. რუსეთი უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად "ამ ეტაპზე 300 ათასი მამაკაცის" მობილიზებას გეგმავს. ამ განცხადების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცებმა ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს.
რუსული არმია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.