სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოში დროშები დაშვებულია
სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში,
ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დროშებია დაშვებული.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ის 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.
სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა და იძულებული იყო საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.
ხელისუფლების მონაცემებით, ომში დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.
2008 წლის აგვისტოში, სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" აღიარა.