სოფელ რუხში მდუმარე აქცია გაიმართა
სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთ-სამეგრელოს
საოკუპაციო ხაზთან,
სოფელ რუხში, აქცია გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან ერთად აფხაზეთთან დამაკავშირებელ
ენგურის ხიდთან სანთლებით წარწერა: "ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები"
გააკეთეს.
მდუმარე აქციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მის მოადგილესთან და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.
მამუკა წოწერიას განცხადებით, აფხაზი დებისა და ძმებისთვის, შეკრებილების მთავარი გზავნილი, ერთად მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებაა.
სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში სახელმწიფო დროშებია დაშვებული. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ის 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა და იძულებული იყო საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.
ხელისუფლების მონაცემებით, ომში დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.
2008 წლის აგვისტოში, სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" აღიარა.