33 დღე თხრილში - აფხაზეთის ომის ქრონიკები უბის წიგნაკად
"დედას დღიურები" - ასე ჰქვია აფხაზეთში, შეიარაღებული დაპირისპირების
დროს, სახლის უკან, თხრილში დამალული
ქალის ჩანაწერებს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოიცა. ტყვიების ზუზუნში,
ფურცელზე მონიშნული ემოციები შეულამაზებლად გვიყვება ომის მთელ
სისასტიკეს.
გაცრეცილ უბის წიგნაკში ამოკითხული ისტორიები, ოჩამჩირის სოფელ ახალდაბიდან დევნილის შვილმა, ბლოგერმა და საოჯახო სასტუმრო "სახლი მესტიაში" მფლობელმა, ირმა ჯაჭვლიანმმა, მეგობრების რჩევით წიგნად აკინძა. ეს მას შემდეგ, რაც ნახა, რომ სოციალურ ქსელში ატვირთულმა მოკლე ამონარიდებმა ჩანაწერებიდან, ბევრი დააინტერესა.
81 წლის ტანია თოდუა თავის დროზე ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ თხრილში, პარალიზებულ დედასთან ერთად გატარებულ 33 დღიან შთაბეჭდილებებს, დღეს ამდენი მკითხველი ეყოლებოდა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო - ოჩამჩირის მცხოვრები სვანეთში იყო გათხოვილი და ჭუბერის სკოლაში გერმანულ ენას და ლიტერატურას ასწავლიდა. 1987 წელს, სტიქიის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დმანისში ჩაასახლეს, ტანია თოდუა კი აფხაზეთში დაბრუნდა და ახალდაბის სკოლაში განაგრძო სწავლება. რამდენიმე წლის შემდეგ, ომის კონტურებიც გამოიკვეთა. შვილი, ირმა ჯაჭვლიანი გვიყვება, რომ როგორც კი წინააღმდეგობების, დაძაბულობის კერები გაჩნდა, დედა მამის სოფელში, ფარში ჩამოიყვანეს. თუმცა მაშინ ედუარდ შევარდნაძემ ხალხი დაარწმუნა, სიტუაცია განიმუხტაო და გახიზნულ მოსახლეობას შინ დაბრუნებისკენ მოუწოდა.
ტანია თოდუა აფხაზეთში შვილების გარეშე ჩავიდა, სადაც პარალიზებულ დედას მარტო უვლიდა. მალე ომიც დაიწყო და ქალი მიხვდა, რომ მშობელს ვერ დატოვებდა.
"მერე სროლების ხმაც გაისმა, ყიჟინა. ერთადერთი, რაც მოახერხა, დედა როგორღაც სახლის უკან, ბაღისკენ გადაიყვანა და იქვე მიაწვინა. მალევე ჭიშკრის გაღების ხმებიც შემოესმა და შემოვარდნენ. სახლი ცეცხლს მისცეს. ღმერთმა გადაარჩინა ორივე, რომ ბაღისკენ გამავალი კარი არ გააღეს, თორემ ცხელ გულზე დახვრეტდნენ. თავისი თვალით ხედავდა, როგორ დაიწვა სახლი. მანდარინებთან თხრილი იყო. იქ ჩავიდა დედასთან ერთად, სადაც 33 დღე გაატარეს", - უყვება "ლაივპრესს" ირმა ჯაჭვლიანი.
სამი დღე უსმელ-უჭმელები ისხდნენ ასე, ტყვიების ზუზუნში. თხრილიდან ამოსვლა კი არა, ნებისმიერი ზედმეტი მოძრაობაც კი, შესაძლოა სახიფათო ყოფილიყო. ჭასთან ხოხვით მიახლოება მხოლოდ მაშინ გაბედა, როცა სროლები შესუსტდა. მერე გაახსენდა, რომ ბოსტანში კიტრი და პომიდორი ჰქონდა. დაკრიფა და ცოტა დანაყრდნენ.
ფანჯრიდან სიჩქარეში გადმოგდებულ ხელჩანთაში ძველი წიგნაკი მოქექა, სადაც კონსერვის რეცეპტებს და სხვა მსგავს ჩანაწერებს ინახავდა. ასე დაიწყო დღიურმა ომის დღეების ათვლა. თხრილიდან დანახული და გაგონილიც საკმარისი იყო იმისთვის, რომ შეიარაღებული დაპირისპირება მთელი თავისი სინამდვილით და სიმძიმით აღექვა. ყველაფერთან ერთად კი, სროლების და აფეთქებების შუაგულში მყოფს, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, თუ რა ხდებოდა მის ირგვლივ.

ირმა ჯაჭვლიანი დედასთან, ტანია თოდუასთან ერთად
თანდათან ჯარისკაცები იშვიათად ჩნდებოდნენ სოფელში. თხრილიდან ამოსვლაც სწორედ ამიტომ გაბედა და ფრთხილად გავიდა სოფლის გზებზე. ქუჩაში ნახევრადგახრწნილი გვამები ეყარა. რამდენიმეს დამარხვას საკუთარი ძალებით შეეცადა. ქართველთან ერთად, აფხაზი მეზობლის სახლიც გადამწვარი დახვდა.
მოგვიანებით უფრო შორსაც წავიდა. მდინარე, ტყეები გაიარა და ერთ სახლში, სადაც შუქი ენთო, წყალი ითხოვა. შეშინებულმა ქალმა, რომელიც სავარაუდოდ აფხაზი იყო, ჯერ ჭისკენ მიუთითა, თუმცა შემდეგ მიხვდა, მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა და შიგნით შეიპატიჟა, დააპურა. ეს ომი წაგებულიაო უთხრა.
უკანა გზაზე ფეხსაცმელიც შემოეხა და დედასთან ფეხებდასისხლიანებული დაბრუნდა. მთელი ამ ხნის მანძილზე, თითქმის ორი დღე, ავადმყოფ ქალს პირი არ დაეკარებინა საჭმლისთვის.
თხრილში ყოფნის 30-ე დღეს, დედა-შვილს თავზე დაადგნენ აფხაზი, რუსი და სომეხი ქალები, რომლებიც ეზო-ეზო დადიოდნენ და ქათმებს და გოჭებს ერეკებოდნენ. ტანია თოდუამ მოუყვა რაც თავს გადახდა. ისინი დახმარებად დაჰპირდნენ და უთხრეს, რომ გადაიყვანდნენ თავშესაფარში, სადაც სხვა ქალები იმალებოდნენ, დააპურებდნენ, მერე კი, აფხაზი მეუღლის ავტობუსით ენგურის ხიდამდე მიიყვანდნენ.
ასეც მოხდა. ავადმყოფი ქალებით, მოხუცებით სავსე ტრანსპორტი აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრისკენ დაიძრა. ხიდამდე სამ ადგილას ე.წ. პოსტი იყო გამაგრებული, სადაც ჩხრეკდნენ. საგზალიც კი ჩამოართვეს. ერთს დასცდენია - "საცოდაო ჩემო სამშობლოო", რის გამოც მანქანიდან გადააგდეს და ფეხებში ესროლეს - ვკითხულობთ უბის წიგნაკში.
ტანია თოდუა ზუგდიდამდე მისმა მეზობელმა წაიყვანა. ზუგდიდიდან კი, ქართველ სამხედროებს ფოთში გაჰყვა, დასთან.
მთელი ამ ხნის მანძილზე, ოჯახმა არაფერი იცოდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. თხრილში ყოფნის პერიოდში, მთავარი საფიქრალიც დევნილი ქალისთვის ეს იყო - ხმა მიეწვდინა ქმარ-შვილისთვის.
"ჩვენ გვესახებოდა ხან დამხრჩვალად, ხან დამწვარად. ის ფსიქოლოგიური ტრავმა შვილებს დღემდე გამოგვყვა. ჩვენთან სახლში, ჩვეულებრივ სამძიმარზე მოდიოდნენ. მაშინ ბაღში გამგედ ვმუშაობდი და ერთ დღეს დედამთილი დამხვდა ხელგაშლილი, ირმა, დედა ცოცხალი გყავსო. ფოთიდან რაციით გადმოუციათ, ირმა ჯაჭვლიანს შეატყობინეთ, რომ დედა ცოცხალი ჰყავსო", - იხსენებს წიგნის ავტორი.

"დედას დღიურები" 500 ეგზემპლარად გამოიცა. თუმცა გაზრდილი მოთხოვნის გამო, დამატებითი ტირაჟის გამოცემაც იგეგმება. დახმარებისთვის თავის დროზე აფხაზეთის კულტურის სამინისტროს მიმართა, მაგრამ გარკვეული ფორმალური პროცედურების და დაგვიანებული პასუხის გამო, ირმამ წიგნი საკუთარი სახსრებით გამოსცა.
წიგნის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ თბილისში, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში უკვე შედგა, ქალთა საბჭოს ინიციატივით გამართულ ფორუმზე - "ქალი და მშვიდობა".
ირმა ჯაჭვლიანის სურვილია, "დედას დღიურები" აფხაზურადაც ითარგმნოს, ამაში კი გარკვეული სახის მხარდაჭერა დასჭირდება.
ცოტა ხნის წინ, მის საოჯახო სასტუმროს დამსვენებლები გალიდან სტუმრობდნენ. ეს წიგნიც საჩუქრად გაატანა.
"ოქტომბერში ველოდები ევროპიდან ახალგაზრდებს. ისინი ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობენ და მათაც უნდა გავატანო. ჩემი აზრით, ამ წიგნმა ევროპაც უნდა მოიცვას გარკვეული პერიოდის შემდეგ. ის დღეს ქართულთან ერთად, უკვე ინგლისურ ენაზეც ხელმისაწვდომია", - ამბობს ირმა.
მანამდე კი, "დედას დღიურებს" ოქტომბერში თბილისში, სვანეთის დღეების ფარგლებში წარადგენენ. წიგნის ავტორი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მესტიაში ყოფნისას დაპატიჟა, ძალიან ცოტა გვაქვსო ცოცხალი მასალა, - უთხრა.
ერთადერთი, რაც დღეს ირმა ჯაჭვლიანს ქართველებისთვის და აფხაზებისთვის უნდა, მშვიდობაა. ამ ომს გამარჯვებული არ ჰყავსო, ამბობს. სჯერა, რომ შეცდომები ორივე მხარეს იყო, და რომ ახლა მთავარი ამოცანა წყენაზე, ტკივილებზე დაუსრულებელი ფიქრი კი არა, შერიგების გზების მოძებნაა.