29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა - აშშ-ის საელჩო
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ეხმაურება
სოხუმის დაცემის 29 წლისთავს.
"სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა. ეს არის ტკივილი, რომელიც ათობით ათასი მსხვერპლის საყვარელ ადამიანთა გულებში დარჩა და ტკივლი, რომლითაც ასობით ათასი დევნილი ყოველდღე ცხოვრობს. მათ თვალებში ყოველთვის ვხედავთ, რომ ასე ახლოს და ასე შორსაა მათი სახლი.
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.
დიდება გმირებს!", - წერია განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის საელჩო მაიკ გოლდუოთერის გადაღებულ ფოტოსთან ერთად აქვეყნებს.
სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში სახელმწიფო დროშებია დაშვებული. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ის 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.
სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა და იძულებული იყო საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მონაცემებით, ომში დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი. 2008 წლის აგვისტოში, სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" აღიარა.