არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის კანდიდატები დაასახელეს
არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს სახალხო დამცველის
თანამდებობაზე 3 კანდიდატი წარადგინეს. ესენი არიან: ორგანიზაცია
"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელი, ანა აბაშიძე,
მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე და
"სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი.
ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანდიდატები კენჭისყრით შეარჩიეს. საჭირო გახდა არაერთი კრიტერიუმის გათვალისწინება:
"მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანს ჰქონოდა უფლებადაცვით საქმიანობაში 5 წლის გამოცდილება. ის არ უნდა ყოფილიყო პარტიული, არც ამჟამად და ბოლო 5 წლის განმავლობაში მას არ უნდა დაეკავებინა რაიმე პოლიტიკური თანამდებობა ან ყოფილიყო რომელიმე პარტიის წევრი", - განაცხადა პატარაიამ.
მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.