ზუგდიდში 27 სექტემბრის "მეგრელი ხალხის გენოციდის" დღედ გამოცხადება მოითხოვეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან
საპროტესტო აქცია გაიმართა.
შეკრებილების თქმით, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ყველაზე
მეტად სწორედ მეგრელი ხალხი დაზარალდა. ამიტომ, საჭიროა ტერმინიც
შესაბამისი დამკვიდრდეს. შემოქმედთა გაერთიანება "აიას" თავმჯდომარე
ედემ იზორიას თქმით, რომელიც მეგრული ენის შენარჩუნებას წლებია
სახელმწიფოსგან ითხოვს, მართალია შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად
მეგრულენოვანი მოსახლეობა ფიზიკურად გადარჩა, თუმცა დღეს მთავარი
პრობლემა მისი ასიმილაციაა საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასთან.
აქციის ორგანიზატორის განმარტებით, ის, რაც 29 წლის წინ მოხდა, არამხოლოდ ქვეყნის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია.
"სწორედ მეგრელი ხალხი დაზარალდა სოხუმის დაცემის დღეს. ეს ხაზგასმით როგორც ასეთი, არ ითქმება. ქართველი ერი, ქართველი ხალხი, ასე ითქმის, მაგრამ რომელი ნაწილი ქართველი ერის? რომელიც იქ სახლობდა, ცხოვრობდა. კომპაქტურად ვინც იქ იყო, ესაა მეგრელი ხალხი. ფიზიკურად გენოციდი მოეწყო მეგრელი ხალხის. ეს ჩვენ უნდა ვთქვათ, რადგან მეგრელი ხალხი ფიზიკურად კი არსებობს, მაგრამ სულიერად არის გადაგვარების გზაზე. საჭიროა მეგრელი ხალხის გადარჩენა", - აღნიშნა ედემ იზორიამ.

მანვე განმარტა, რომ ამისთვის აუცილებელია მეგრულის აღიარება, როგორც მსოფლიოს უძველეს და უძლიერეს ენად და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მის დასაცავად. ამიტომ დახმარებისთვის უკვე მერამდენედ მიმართავენ მთავრობას, პარლამენტს, პრეზიდენტს და ეკლესიას.
ედემ იზორია საკუთარ განცხადებებში ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოს ვერაფერს ხედავს და ამბობს - "ეს ჩვენ ვართ ნამდვილი პატრიოტები, ნამდვილი ერთიანობის მომხრე".
აქციას შეუერთდა ზუგდიდის მცხოვრები იური ღვინჯილიაც, რომელიც წლებია მეგრულ-ლაზურ სვანურისთვის რეგიონული ენების სტატუსის მინიჭებას ითხოვს და სამეგრელოს ავტონომიის საკითხზეც არაერთხელ უსაუბრია.

ამბობს, რომ დღევანდელი დღე მეგრელების ეთნოწმენდის და გენოციდის დღეა, ტერმინი - "სოხუმის დაცემა" კი არაფერს არ გულისხმობს.
"მოხდა ტრაგედია და ამ ტრაგედიის დამკვიდრება გვინდა ჩვენ ამ ტერმინით, რომ ეს იყო ეთნოწმენდა და გენოციდი. აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნდებიან დევნილები. მკვიდრი მოსახლეობაა და ერთად უნდა გადაწყვიტონ პოლიტიკური საკითხი", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

იური ღვინჯილიას თქმით, შეიმუშავებენ დეკლარაციას, მომზადდება ტექსტი, რომელიც ამავდროულად სამოქმედო გეგმა იქნება შემდგომი ნაბიჯებისთვის.
აქციაზე მარტვილიდან ჩამოვიდა მალხაზ ჯიჯელავა. ამბობს, რომ მეგრული ენის გადარჩენის საკითხი აწუხებს. არ მოსწონს სხვადასხვა დაწესებულებებში ქართულად რომ უწევს საუბარი. მისი აზრით, სამეგრელოში მეგრულად უნდა ლაპარაკობდნენ და მომსახურებაც ამ ენაზე მიიღონ.
ენის პოპულარიზაციისთვის დაწყებით კლასებში მეგრულის ცალკე საგნად სწავლება მიაჩნია აუცილებლად. კიდევ ერთი ნაბიჯი კი, მეგრულენოვანი გადაცემები და პრესაა.

"აღმოსავლეში კი ბატონო, ვილაპარაკო ქართულად, მაგრამ სამეგრელოში ხომ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს მშობლიურ ენაზე?", - გვითხრა მალხაზ ჯიჯელავამ.
სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ის 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.
სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა და იძულებული იყო საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მონაცემებით, ომში დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი. 2008 წლის აგვისტოში, სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" აღიარა.