კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო დაწესებული იზოლაციის ვალდებულება მოიხსნა
კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, იზოლაციის ვალდებულება
ყველასთვის გაუქმდა.
ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში, რომელიც 27
სექტემბრით თარიღდება.
კერძოდ, თუ დღემდე არავაქცინირებულ, ან არასრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ 8-დღიანი იზოლაცია უნდა დაეცვათ და მისი დასრულების შემდეგ, კიდევ 9-12 დღის განმავლობაში ნიღაბი უნდა ეტარებინათ, ეს ვალდებულება მოიხსნა.
რაც შეეხებათ დანარჩენ მოქალაქეებს, მათთვისაც მოხსნილია იზოლაციის მოთხოვნა, მაგრამ მომდევნო 10 დღის განმავლობაში ნიღბის ტარების რეკომენდაცია ეძლევათ.
"კორონავირუსით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას, ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში. მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საცხოვრისში, თავის არიდება ისეთი ადგილებისგან, სადაც ნიღბის გამოყენება შეუძლებელია (მაგ: საზ კვების დაწესებულებებში და ა.შ.))", - ვკითხულობთ მთავრობის დადგენილებაში.
ქვეყანაში შემცირებულია კორონავირუსის მაჩვენებელი. ამიტომ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფიცირებულთა სტატისტიკას თვეში ერთხელ აქვეყნებს.