ახალი ამბები
ლუკაშენკომ და ბჟანიამ ბიჭვინთაში „ურთიერთობების გაღრმავებაზე“ ისაუბრეს
FaceBook Twitter
E-mail Print
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ჩავიდა. აფხაზური საინფორმაციო სააგენტო "აფსნიპრესი" წერს, რომ ლუკაშენკო დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე შეხვდა. როგორც სააგენტო წერს, ბჟანიამ ბელარუსის პრეზიდენტის მისალმებისას თქვა, რომ ის "დიდი ხნის ნანატრი სტუმარია".

ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი ახალი ბიძგის მიმცემი იქნება "ორ სახელმწიფოს შორის ურთერთობებში".

"ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ისე, რომ ისინი [ურთიერთობები] ისეთივე იყოს, როგორიც კარგ საბჭოთა დროს იყო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აფხაზეთში!" - ციტირებს ბჟანიას სიტყვებს "აფსნიპრესი".

თავისმხრივ ალექსანდრ ლუკაშენკომ მადლობა გადაუხადა ასლან ბჟანიას კეთილი სიტყვებისთვის.

"ნოსტალგია არასოდეს გვტოვებს. ადრე, ალბათ, 25-27 წლის ასაკში ვიყავი ამ წმინდა მიწაზე. ბუნებრივია, არა პრეზიდენტის რანგში. შეიძლება ითქვას, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, პარლამენტის წევრი. გუშინ ჩვენ აფხაზეთის პრობლემები განვიხილეთ ჩვენს უფროს ძმასთან ვლადიმირ პუტინთან. ჩვენ დიდხანს, დაღამებამდე ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე და მივედით დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არ უნდა იყოს მიტოვებული. მას დახმარება სჭირდება, რათა ამ აყვავებულ მიწაზე, ხალხმა ნორმალურად იცხოვროს", - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

მანვე აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი რაიმე განსაკუთრებული მიზეზით არ ხდება და ეს ურთიერთობების გაღრმავებას უკავშირდება, თუმცა აქვე დასძინა, რომ ახლა "ერთმანეთის გაძლიერების"დროა.

ლუკაშენკოს თქმითვე, ბელარუსი და რუსეთი შეთანხმებულად მოქმედებენ.

"რუსეთი მზად არის ხელის გაწვდენისთვის. ალბათ დადგა დრო. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვნახეთ როგორი გახდა სამყარო. მშვიდად ცხოვრების უფლებას არ მოგვცემენ. ამიტომ, მეგობრებთან ურთიერთობა უნდა გავამყაროთ", - განაცხადა მან.
ასლან ბჟანიამ დაადასტურა, რომ მსოფლიოში ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს, რომლებიც მსოფლიოში ხდება. აფხაზეთის ყველა მოქალაქე შეშფოთებულია ამით. თქვენ ალბათ იცით, რომ ჩვენი მოქალაქეები დღეს დონბასში იბრძვიან. სამწუხაროდ, აფხაზეთის მოქალაქეებიც დაღუპნენ", - განაცხადა ბჟანიამ.

როგორც "აფსნიპრესი" იუწყება, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.