მეუფე გერასიმე, ლილი ბერაია, რაულ ჩილაჩავა - ზუგდიდში საპატიო მოქალაქეები და საპატიო ზუგდიდელები გამოავლინეს
ზუგდიდში ზუგდიდის საპატიო მოქალაქეები და საპატიო ზუგდიდელები
გამოავლინეს
დადიანების მუზეუმის ეზოში მიმდინარე ღონისძიებაზე.
ზუგდიდის საპატიო მოქალაქეებად დაასახელეს:

ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, რომელმაც ღონისძიებაზე დასწრება ავადმყოფობის მიზეზით ვერ შეძლო.
პანტიკო თორდია - 2000-2013 წლებში თბილავიამშენის გენერალური დირექტორი, მსოფლი ბაზარზე კოსმიური სატელეკომუნიკაციო და სპეციალური თავდაცვითი პროგრამების მაღალკონკურენტიანი, მეცნიერებათა და პრიდუქციის წარდგენაში შეტანილი სამეცნიერო, ტექნიკური და საწარმოო-ტექნოლოგიური წვლილისთვის ზუგდიდის საპატიო მოქალაქედ დასახელდა.

რაულ ჩილაჩავა - პოეტი, მწერალი, მთარგმნელი, დიპლომატი. მას სკეიტ პარკთან დღეს ვარსკვლავსაც გაუხსნიან.
ყოფილი ფეხბურთელი და მოქმედი მწვრთნელი ზაურ ბულია, ექიმი პედიატრი, წლების განმავლობაში ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორი ზაურ შეროზია და დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ყოფილი დირექტორი ლილი ბერაია კი საპატიო ზუგდიდელებად დასახელდნენ.

ზუგდიდის საპატიო მოქალაქეების დასახელების პარარელურად, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ზუგდიდის პირველი კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიმართა.
საპატიო ზუგდიდელის წოდება ადგილობრივი საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს პირველად 2016 წელს მიანიჭეს.